ქუჩის გამოკითხვა

    პროექტის მონაწილენი ( პირველი ჯგუფი)  დავინტერესდით გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობით, ჩამოვაყალიბეთ სამი შეკითხვა და ჩავატარეთ ქუჩის გამოკითხვა აღნიშნულ საფრთხესთან დაკავშირებით. რესპოდენტებად შევარჩიეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანები. გამოკითხულთა დიდ ნაწილს ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდა გლობალურ დათბობაზე, ან არასწორად ესმოდა, ან საერთოდ არ გაეგო ამის შესახებ. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით არ მოინდომეს პასუხის გაცემა. მათთვის არ დაგვისვამს მეორე და მესამე შეკითხვა, რადგან პირველ კითხვაზევე უარს ამბობდნენ გამოკითხვაში მონაწილეობაზე.

ამ ვიდეოზე ნახავთ აღნიშნული გამოკითხვის ამსახველ ფოტოკოლაჟს, რომელიც ატვირთულია Youtube პორტალზე


  
გამოკითხვის შედეგები ასეთია:
  • კითხვაზე–,,გსმენიათ გლობალური დათბობის შესახებ?"–358 რესპოდენტიდან უპასუხა ,,დიახ" 195 ადამიანმა, ანუ 54%–მა,  ,,არა"–70–მა ადამიანმა, ანუ 20%–მა,  ხოლო პასუხზე უარი განაცხადა 93–მა ადამიანმა, ანუ 26%–მა;
  • კითხვაზე–,,რა არის გლობალური დათბობის მიზეზი?"–265 რესპოდენტიდან უპასუხა  ,,დიახ" 153–მა ადამიანმა, ანუ 58%–მა,   ,,არა"–112–მა ადამიანმა,  ანუ 42%–მა;
  • კითხვაზე–,,დედამიწა ჩვენი, ადამიანების სახლია, თქვენ უვლით და იცავთ მას ისე, როგორც საკუთარ სახლს?"–265 რესპოდენტიდან უპასუხა ,,დიახ"–89 ადამიანმა, ანუ 33%–მა,   ,,არა"–84–მა ადამიანმა, ანუ 32%–მა,  ,,მეტნაკლებად" ან  ,,შეძლებისდაგვარ"–92–მა ადამიანმა, ანუ 35%–მა.

ეს მონაცემები დავითვალეთ და PowerPoint პროგრამაში მოვამზადეთ პრეზენტაცია 1

No comments:

Post a Comment