Thursday, June 27, 2013

სასწავლო პროექტი–,,გლობალური დათბობა–დედამიწის საფრთხე"



















1) პროექტის სახელწოდება: 
,,გლობალური  დათბობა–დედამიწის  საფრთხე"

2) პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: 
გლობალური დათბობის მიზეზების, შედეგებისა და  ამ პროცესის შენელების ვარიანტების ძიება;

3) პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმით, რომ გაამდიდრებს მოსწავლეების ინფორმაციულ ცოდნას, ამ საკითხის კვლევა და ღრმად შესწავლა დაეხმარება მათ გაიაზრონ,თუ რა გავლენას ახდენს ადამიანი გარემოზე და გაუჩნდებათ სურვილი იმისა, რომ მოუარონ დედამიწას, გამოიყენებენ ისტ–ს ციფრული რესურსების შესაქმნელად;

4) პროექტის მიზნები:
• დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების, მზის გამოსხივებისა და სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით დედამიწის სითბური რეჟიმის დარღვევის მიზეზებისა და შედეგების კვლევა–შესწავლა;
• მოსწავლეებში კვლევის, ანალიზის,  თანამშრომლობის, კოლაბორაციის,  კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის მოპოვებისა და დახარისხების, ცოდნის რეალიზების, დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის, დროის ლიმიტის დაცვისა და  ისტ–ის ორგანიზებულად გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარება;
   მოსწავლეთა ციფრული და ეკოლოგიური წიგნიერების დონის ამაღლება;

5) პროექტის ამოცანები:
  • მოსწავლეების მიერ  გლობალური დათბობის შესახებ  ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა წყაროებისა და აქტივობების გამოყენებით;
  • ვიზიტები სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტსა და ახალციხის ბიბლიოთეკაში;
  • მოპოვებული ინფორმაციისა და ფოტომასალის  დახარისხება თნამშრომლობითა და აზრთა გაზიარების გზით;
  • ქუჩის გამოკითხვის ჩატარება და სტატისტიკის დიაგრამების შედგენა;
  • საინფორმაციო–მოწოდებითი შინაარსის ბუკლეტის დამზადება;
  • პრეზენტაციების მომზადება ჯგუფების მიერ და კონფერენციის მოწყობა;
  • ბუკლეტების დარიგება როგორც კონფერენციის ბოლოს დარბაზში, ასევე ქუჩაში;
  • პროექტის განთავსება ბლოგზე
6) მონაწილეთა ასაკი:  14–15 წელი.  IX კლასი

7) ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

8) მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
  • ვიზიტები;
  • ფოტო და ვიდეო მასალები;
  • პრეზენტაციები;
  • ბუკლეტი;
  • საკონფერენციო მასალები;
  • პროექტის ვებ–გვერდი;
9) პროექტისათვის საჭირო რესურსები:
  • კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ციფრული კამერა;
  • ფორმატის ფურცლები, რვეულები, კალმები, საგაზეთო სტატიები;
  • მასწავლებელი, უნივერსიტეტის ლექტორები, ბიბლიოთეკარი;
10) პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
*   მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
* აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება Youtube პორტალის გამოყენებით 
* მოსწავლეების მიერ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული აქტუალური კითხვებისა და პრობლემის ჩამოყალიბება და პროექტის სათაურის შერჩევა;
*   ჯგუფების შექმნა;
*   ჯგუფებში მოსწავლეთა მიერ ფუნქციების განაწილება;
*  მუშაობის დაწყება: 
  • ვიზიტი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში, ლექციის მოსმენა და მოსწავლეთა მიერ  მათთვის საინტერესო და საჭირო კითხვების დასმა;
  • ვიზიტი ბიბლიოთეკაში;
  • ინტერაქტიული გამოკითხვა ქუჩაში და სტატისტიკის დიაგრამების შექმნა;
  • ინტერნეტში ინფორმაციების მოძიება;
  • დისკუსიის მოწყობა საკლასო ოთახში;
  • ციფრული და ვიდეო რესურსების, პრეზენტაციების შექმნა;
  • ბუკლეტის ელექტრონული ვერსიის მომზადება და დაბეჭდვა;
  • კონფერენციის მოწყობა და ბუკლეტების დარიგება;
  • პროექტის განთავსება ბლოგზე;
*  პროექტის შეფასება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
  • ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და ორგანიზება;
  • ჯგუფში ჩართულობა;
  • საპრეზენტაციო რესურსის შექმნა და პრეზენტაციის უნარი;
11) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
( IX კლასში თემა–სითბური მოვლენები არ ისწავლება, მაგრამ ვინაიდან მათთვის ფიზიკის სწავლების მეორე წელი იყო, შევიტანე საწავლო გეგმაში დამატებით აღნიშნული თემა და მაშინ დაიგეგმა სწორედ ეს პროექტი)

  • საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ–ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს  და გაითავისოს სამყარო,ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის,საზოგადოებისა და გარემოს მიმართ


        codna

U   unar-Cvevebi

   damokidebuleba
*samyaroSi mimdinare fizikuri rocesebi;
  
*dedamiwa da gare–samyaro;

*garemos mdgradi gan–viTarebis rincipebi.

*ganWvreta / hipoTezis gamoTqma;
*dagegmva;
*modelis Seqmna da gamoyeneba;
*komunikacia/TanamSrom–loba;
* monacemTa analizi;   
*interesi    sabune-bismetyvelo sagnebis mimarT;
* interesi mecnieruli kvlevisada siaxlee–bis mimarT;
*TanamSromlobis sur–vili;
*garemoze zrunva da pasuxismgebloba;


12) პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  მაია თათეშვილი

13) ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tateshvilimaia@gmail.com

14) პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: maiatateshvili10@blogspot.com