კონფერენცია

  მოსწავლეებმა მას შემდეგ, რაც მოაგროვეს ინფორმაცია და ფოტო მასალა ინტერნეტით,   მოისმინეს ლექცია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში, ეწვივნენ ახალციხის ბიბლიოთეკას და  გამართეს დისკუსია, დაახარისხეს ეს ინფორმაცია და მოამზადეს საკონფერენციოდ. შექმნეს საკონფერენციო მასალა. თითოეული ჯგუფის მიერ ფოტომასალებით მომზადებული პრეზენტაციები შეაერთეს და მიღეს ერთი საკონფერენციო პრეზენტაცია Microsoft PowerPoint პროგრამაში მომზადებული, რომელშიც ჩართეს  მათ  მიერ  განხორციელებული  ყველა  აქტივობის  ამსახველი  ფოტოკოლჟი მომზადებული  პროგრამაში–Windows Movie Maker;  მოვამზადეთ საკონფერენციო დარბაზი, აღვჭურვეთ კომპიუტერითა და პროექტორით, მოვიწვიეთ დირექცია, მასწავლებლები, მშობლები,  მოსწავლეები და ჩავატარეთ საინფორმაციო კონფერენცია, სადაც დამსწრე საზოგადოებას მოსწავლეებმა მთელი სიმწვავით დაანახეს გლობალური დათბობის საფრთხე და თუ რა როლი შეგვიძლია ვითამაშოთ ჩვენ, საზოგადოებამ ამ პროცესის შეჩერებისათვის თუ ვერა, შენელებისათვის მაინც;   პროექტის  პრეზენტაციასთან  დაკავშირებით   მოსაზრებები  გამოთქვეს  სკოლის  დირექტორის  მოვალეობის  შემსრულებელმა, პედაგოგებმა  და  დიდი  მადლობა  გადაუხადეს  მოსწავლეებს ამ  გლობალური  პრობლემის  მთელი  სიმწვავით  წარმოჩენისა და  საზოგადოების  როლზე  ყურადღების  გამახვილებისათვის.  კონფერენციის  ბოლოს  მოხდა  საინფორმაციო,  მოწოდებითი  შინაარსის    ბუკლეტების  დარიგება.   დაგეგმილი  აქტივობებისა  და  მოსწავლეთა  აქტიური  ჩართულობის  შედეგად,  ბავშვებმა  გააცნობიერეს  გლობალური  დათბობის  საფრთხე,  კლიმატის  დესტაბილიზაციის  მიზეზები  და  შედეგები,  თავადაც  გაუჩნდათ  სურვილი  და  დამსწრე  საზოგადოებასაც  გაუჩინეს  სურვილი  იმისა,  რომ  დაგეგმონ  გარკვეული  აქტივობები  ,,სამყაროს  გადასარჩენად”,   უფრო  მეტად  გაუმძაფრდათ  განცდა  იმის,  რომ  დედამიწა  მათი  ,,სახლია"  და  მოტივირებულები,  კიდევ  უფრო  მეტი  ძალისხმევით  შეეცდებიან   ,,მოწყენილი”    დედამიწის  ,,გაღიმებას”.


No comments:

Post a Comment